пятница, 25 марта 2016 г.

                                             წყნეთი

 


წყნეთი  დაბა თბილისის დაქვემდებარებაში, ვაკის რაიონში. 2013 წლის თბილისის ტერიტორიულ რეფორმამდე იყო დიდგორის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს თბილისის ცენტრიდან 8 კმ-ზე, თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ვერის ხეობაში,. ზღვის დონიდან 700-1100 მ-ზე. წყნეთი ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატური კურორტია. აქ ზაფხული თბილი იცის (ივლისის საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსი), ზამთარი რბილი. დაბის სტატუსი მიიღო 1967 წელს. მოსახლეობა 8.2 ათასი 

წყნეთის მიდამოებში მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის კერამიკული ნაკეთობები და სამარხები. იგი ძველთაგანვე ცნობილია როგორც სააგარაკო ადგილი. ინტენსიური სააგარაკო განაშენიანება ქვემო წყნეთში დაიწყო XIX ს-ის II ნახევარში, ზემო წყნეთში - XX ს-ში. შემორჩენილია სამი მცირე ეკლესია. წყნეთი სასოფლო ტიპის დასახლებაა. ამის მიუხედავად აქ არის კარგად მოწვობილი ინფრასტუქტურა. წყნეთის ცენტრში მდებარეობს მაღაზიები, კაფეები, საცხოვრებელი ბინები და რამდენიმე დასასვენებელი სკვერი.  



წყნეთი, თბილისი, საქართველო რუკა, სად მდებარეობს. გრძედი და გრძედის კოორდინატების: 44.6975318, 41.6986768. მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის — მონაცემები არ არის.